სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N161 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნანა მეტრეველმა მოსწავლეებთან მათემატიკის სწავლების მეთოდის პილოტირება მოახდინა
28-06-2024
-
+


თბილისის N161 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. პროფესიონალი პედაგოგები კი ახალგაზრდების წარმატებულ მომავალზე, მათ გააქტიურებასა და დაინტერესებაზე ზრუნავენ. 

სწორედ ერთ-ერთი მათგანია მასწავლებელი ნანა მეტრეველი, რომელიც მოსწავლეებს, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობას სთავაზობს.

მათ შორის, მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში, პერკინსის „თეორია ერთის“ მიხედვით აგებული მათემატიკის სწავლების მეთოდის პილოტირება განახორციელა. მოსწავლეებმა კი, შედეგების ნაწილობრივი პრეზენტაცია, პროექტის - „მათემატიკური უნარები ცხოვრებაში“ საშუალებით წარმოაჩინეს. 

განხორციელებულ საქმიანობაზე ინფორმაციას თავად პედაგოგი გვაწვიდის, რასაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

„მეთოდი აგებულია პერკინსის „თეორია ერთის“ მიხედვით, რომლის თანახმადაც, რაიმეს კარგად შესასწავლად აუცილებელია შემდეგი 4 პირობა, რომელთა შესრულებისას საყურადღებოა მათი თანმიმდევრობის დაცვა (ნათელი ინფორმაცია; აზრიანი პრაქტიკა; გამოხმაურება - რჩევები და შეფასება; გარეგანი და შინაგანი მოტივაცია), ახალი მასალის ახსნა იწყება სათაურში შემავალი თითოეული სიტყვის ანალიზით. მოსწავლეები თითოეულ სიტყვასთან დაკავშირებულ წესს, თვისებასა თუ თეორემას აყალიბებენ. ინფორმაციის ჩამოთვლისას დიფერენცირდება რომელი უკეთესია ან უფრო შესაბამისია. ასევე, ნაკლებმოტივირებული მოსწავლის ნათქვამ წესსა თუ თვისებაზე ხაზს ვუსვამ, რათა მეტად ჩაერთოს მსჯელობაში. შემდეგ, მოსწავლეებს ვთავაზობ თემის შესაბამისი სიტუაციის წარმოდგენას, სადაც ხშირად იყენებენ მასალასთან დაკავშირებულ უნარს, თუმცა ხაზგასმა არ კეთდებოდა მასზე. მაგალითად, მეცხრე კლასში კვადრატული ფუნქციის ახსნა დავიწყე შემდეგი სიტუაციით: ღობის მეორე მხარეს იყო ბურთი, რომელიც უნდა აეღოთ. ღობეს კარები არ ჰქონდა, თუმცა თუ გადაიწეოდა შესძლებდა მის აღებას. ბავშვების დავალება იყო წირით გამოესახათ პროცესი. უმრავლესობამ წარმოადგინა პარაბოლა შტოებით ქვემოთ, ერთმა კი წარმოადგინა პარაბოლა შტოებით ზემოთ, რადგან მან პრობლემა გადაჭრა ქვემოდან გათხრით და ბურთის ისე აღება. შემდეგ, განვიხილეთ შემთხვევა, როდესაც უფროსი აფრთხილებს ბავშვს - „არ გადავარდე აივნიდან!“ რაზე ამახვილებს ამ  დროს ყურადღებას. სიტუაციის განხილვის შემდგომ, მიხვდნენ, რომ აღნიშნულ სიტუაციაში პარაბოლის წვეროზე იყო საუბარი. ამით ბარიერი ბავშვებსა და ფუნქციას შორის გადალახეს და ხალისით დაიწყეს სახელმძღვანელოში მოცემულ ამოცანებზე მუშაობა. თემის ახსნისას ყურადღებას ვამახვილებ უნარებზე, რომელსაც ანვითარებს საკითხი. თემის შეჯამებისას კი, მოსწავლეები სურვილისამებრ წერენ, რომელი უნარების განვითარება შეამჩნიეს საკუთარ თავში. პროექტის ეტაპების შეფასების ძირითადი ტიპი განმავითარებელია, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში დაფასთან გამოსვლისა და შეცდომის შიშის დაძლევას. შეცდომას განვიხილავთ დეტალურად, რა შეეშალა? რატომ შეეშალა? რა იყო შეცდომის მიზეზი, თეორიული მასალის არ ცოდნა თუ მისი ემოციური მდგომარეობა?

ამ გზით, ბავშვებში მიზნისკენ მიმავალი გზების დაგეგმვისას შესაძლო წინააღმდეგობებისა თუ მარცხის წინასწარ განსაზღვრის - გათვალისწინების უნარებს ვავითარებ. ამასთან, ვინტერესდები, მათი შეცდომებით და ვაჩვენებ, რომ მათ დაშვებულ შეცდომას ვიყენებ  ახსნის პროცესის დახვეწისათვის. ეს მათთვის საკმაოდ საინტერესო და სახალისო პროცესი აღმოჩნდა. ასევე, ერთგვარი მოტივატორიც გახდა, გაეაზრებინათ და შეეფასებინათ საკუთარი მუშაობა დაფასთან და დაეგეგმათ გზები შედეგების გასაუმჯობესებლად.

მნიშვნელოვანია საშინაო დავალების შემოწმების პროცესი. თუ მოსწავლე აქტიურად არის ჩართული ამოცანის განხილვასა და მის გადასაჭრელად გამოყენებული თეორიული მასალის ჩამოყალიბებაში, მას უმაღლესი შეფასებით შევაფასებ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას დავალება ფიზიკურად არ უწერია. ამ მეთოდით ბავშვები სწავლობენ სწავლას სიამოვნებისთვის და არა ნიშნისთვის. ეს კი არის გზა მათი პიროვნული განვითარებისკენ. მეთოდის პილოტირება განვახორციელე მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში და შედეგების ნაწილობრივი პრეზენტაცია მოსწავლეებმა პროექტის - „მათემატიკური უნარები ცხოვრებაში“ საშუალებით, შეძლეს“,- წერს თბილისის N161 საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა მეტრეველი. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება