სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დამწყებ ტრენერთა ტრენინგი“ - „ეიბიჯიეს აკადემია“ მსმენელს საინტერესო კურსსა და დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს
28-06-2024
-
+


„ეიბიჯიეს აკადემია“ მსმენელს საინტერესო ტრენინგებით ხშირად ანებივრებს. 

მორიგი მნიშვნელოვანი კურსი კი „დამწყებ ტრენერთა ტრენინგია“, რომელიც მონაწილეებს დასაქმების საშუალებას მისცემს. ორგანიზაცია ახალ დეპარტამენტს ხსნის, სადაც სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში მომზადება შეეძლებათ.

მასწავლებლები, ვისაც სურთ, რომ პროფესიული ცოდნა გამოიყენონ, ამ ტრენინგის გავლის შემდეგ, ორგანიზაციაში დასაქმებასა და პროფესიული ცოდნის გამოყენებას შეძლებენ. 

როგორც აკადემიაში გვიყვებიან, აღნიშნული კურსის გავლა არა მხოლოდ მასწავლებლებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, რომელსაც პროფესიული ცოდნა აქვს. მათ აქვთ შესაძლებლობა სტაჟირება „ეიბიჯიეს აკადემიაში“ გაიარონ და წარმატებული კარიერა იქვე დაიწყონ. 

შესაბამისად, თუ გსურთ ტრენინგ-კურსების ჩატარება და რომელიმე კონკრეტულ სპეციალობაში ცოდნა გაქვთ, ეს შეთავაზება თქვენთვის არის, რადგან კურსი ტრენერსთვის საჭირო ცოდნის მიღებაში ან/და გაღრმავებაში დაგეხმარებათ.

კურსი შემდეგ საკითხებს მოიცავს:

• ტრენინგის სპეციფიკა, საჯაროდ საუბრის ძალა;

• ტრენინგის მონახაზი, ცენტრალური ნაწილი, შესავალი/დასკვნა;

• სამიზნე აუდიტორიის შესწავლა;

• ეთიკის ნორმები, საჯარო გამოსვლაში;

• სატრენინგო თემის შერჩევა;

• დამაჯერებელი გამოსვლის საიდუმლო;

• რა სურს ყველა მსმენელს, რა უნდა იცოდეს ტრენერმა;

• საჯარო გამოსვლის შიში;

• მსმენელების ჩართვა პროცესში.

ბონულად, ისინი მოკლე ვიდეო, პოსტერების და პრეზენტაციის აწყობასა და სოციალური ქსელის მართვის სპეციფიკას შეისწავლიან. 

როგორც აკადემიაში ამბობენ, კურსის მიმდინარეობისას, მონაწილეები პირველი საჯარო გამოსვლისათვის მზადებას, ანა ბუცხრიკიძის მენტორობით, დაიწყებენ. 

მსმენელთათვის კურსში ჩართვის წინაპირობა არ არსებობს, სწავლების ენა ქართულია. რაც შეეხება ხანგრძლივობას, ის 10 საათი (5 დღე,  დღეში 2 საათი) იქნება. კურსის ღირებულება კი 80 ლარი გახლავთ. 

აღსანიშნავია, რომ კურსის დასრულების შემდეგ, იურიდიული ძალის მქონე ორენოვანი სერტიფიკატი გაიცემა. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის დირექცია პირველკლასელებს სასკოლო ცხოვრების დაწებას ულოცავს

მოსწავლეთა დაბრუნებას სკოლაში განსაკუთრებულად ელოდნენ

მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს დირექტორმა მარეხი ფირცხელანმა და პედაგოგებმა

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება