სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ტელეფონი და მისი როლი ჩვენს ცხოვრებაში“- ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის პედაგოგის, მარია ყავრელიშვილის პროექტის ახალი სასწავლო წლიდანაც გაგრძელდება
27-06-2024
-
+


ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში აქტიური, საკუთარი საქმის პროფესიონალი და განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლები მუშაობენ. 

ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლებს არაერთ საინტერესო ღონისძიებას სთავაზობენ. აღსანიშნავია, რომ ქართულის როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელის -  მარია ყავრელიშვილის ხელმძღვანელობით, უკვე მეორე წელია სკოლაში პროექტი - „ტელეფონი და მისი როლი ჩვენს ცხოვრებაში“ ხორციელდება . 

პროექტის ფარგლებში, საშუალო და დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შორის საინფორმაციო შეხვედრები იმართება. 2023-2024 სასწავლო წლის ბოლოს, მე-11 კლასის მოსწავლემ, კარინა გალოიანმა მე-6 კლასის მოსწავლეებს ინფორმაცია ტელეფონის ისტორიის, მისი დადებითი და უარყოფითი ფუნქციების შესახებ მიაწოდა.

საინფორმაციო შეხვედრები დებატების რეჟიმში გაიმართა. ჩატარდა კვლევა, თუ რამდენ მოსწავლეს აქვს ტელეფონი და რა დანიშნულებით იყენებს მას. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ისიც კი გაიაზრეს, რომ ტელეფონზე მიჯაჭვულობა მავნე ჩვევაა და მასზე დამოკიდებულება კარგის მომტანი არაა.

პედაგოგი მარია ყავრელიშვილი კი პროექტის განხორციელებას ახალი, 2024-2025 სასწავლო წლიდან კვლავ აპირებს, რადგან ორწლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეებში ამგვარმა საინფორმაციო შეხვედრებმა ტელეფონის სწორად გამოყენების თაობაზე ცნობიერება აამაღლა. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება