| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ შაუმიანის N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და საინტერესო ინიციატივებით იყო გაჯერებული, IVა კლასის მოსწავლეებისთვის წლის დასასრულიც ასეთივე საზეიმო და დაუვიწყარი აღმოჩნდა.
სხვადასხვა თემატურ კოსტიუმებში გამოწყობილი მოსწავლეები საზეიმოდ მორთულ სცენაზე მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული ნომრებით იწონებდნენ თავს, დამსწრე საზოგადოებას საშემსრულებლო ოსტატობით აოცებდნენ და მათ მხურვალე ოვაციებსაც იღებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ხელმძღვანელი, კლასის დამრიგებელი ინგა შავარდენიძე გახლდათ, რომლისთვისაც დღე განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნა, მას მოსწავლეებმა გულითადი მადლობა გადაუხადეს დაუვიწყარი 4 წლისა და ცოდნის სამყაროში მეგზურობისთვის.
ემოციებით დამუხტულმა და შთაბეჭდილებებით აღსავსე მოსწავლეებმა ერთმანეთს მხიარული არდადეგები უსურვეს და სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“