სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ლაზიერის გამბიტი“ გომბორის საჯარო სკოლაში - შიდასასკოლო ტურნირი მესამეკლასელებს შორის ჩატარდა
26-06-2024
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, გომბორის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითრებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობს, ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და განივითარონ ყველა საჭირო უნარი, რომელიც წარმატებული ცხოვრების საფუძველს შექმნის.

სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომებიდან გამომდინარე, დაწყებით კლასებშივე, გომბორის საჯარო სკოლა მოსწავლეთა უნარ-ჩვევების განვითრებაზეა ორიენტირებული, რისი წინაპირობაც ჭადრაკის სწავლება გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სასწავლო წელს, ესგ-ს მიხედვით, გომბორის საჯარო სკოლის მესამე კლასში ჭადრაკის გაკვეთილებს ორი კვირეული საათი დაეთმო.

საგანს პედაგოგი ლელა მათიაშვილი ასწავლის, რომელმაც მთელი სასწავლო წლის განვალობაში ბევრი იმუშავა, რათა ბავშვებს საფუძვლიანად დაესწავლათ ჭადრაკის ისტორია, თამაშის წესები და სტრატეგიები; არადადეგების დაწყებამდე კი გადაწყდა, ჩატარებულიყო შიდასაკლასო საჭადრაკო ტურნირი მე-3 კლასში.

ჭადრაკზე შეყვარებული მოსწავლეები დიდი სიხარულით ელოდნენ ამ დღეს, თამაშს კი ჟიური აფასებდა, რომელიც შემდეგნაირად დაკომლექტდა: სკოლის  დირექტორი ზურაბ ქისტაური, პედაგოგები: ლეილა არჩემაშვილი და ხათუნა მშვენიერაძე.

საჭადრაკო შიდასაკლასო ტურნირში მონაწილეობდა ათი მესამეკლასელი, რომელთა სწრაფვაც გამარჯვებისკენ, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა ასე შეაფასეს:  „იყო ფიქრი, გამარჯვებისკენ სწრაფვა, საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა...“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ჟიური თვალყურს ადევნებდა ორთაბრძოლებს და შეუძლებელია, არ აღინიშნოს, რომ პატარები ზედმიწევნით იცავდნენ თამაშის წესებს.

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

I ადგილი - თამარ ჯღუთაშვილი;

II ადგილი - გიორგი არაბული;

III ადგილი - ნოდარ ჯღუთაშვილი. 

ტურნირის ყველა მონაწილე კი სკოლის დირექტორმა - ზურაბ ქისტაურმა სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა. 

სკოლა მადლობას უხდის ჭადრაკის მასწავლებელს ლელა მათიაშვილს საინტერესო, შედეგიანი  მუშაობისა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის.

ფაქტია, მისი მოსწავლეები არასოდეს დაივიწყებენ იმ უნარებს, რომლებიც ამ პერიოდში შეიძინეს... ვინ იცის, იქნებ რომელიმე მათგანი პროფესიონალი მოჭადრაკეც კი გახდეს... ლელა მასწავლებლის მოსწავლეებმა ხომ უკვე იციან, როგორ იმოძრაონ ცხოვრების საჭადრაკო დაფაზე ქიშისა და შამათის მონაცვლეობით ისე, რომ უფრო ხშირად გამარჯვება იზეიმონ, წაგებას კი ღირსეულად შეხვდნენ.


იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება