სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვენის კლასიკოსები“ - საინტერესო პროექტ-გაკვეთილი ნავარძეთის საჯარო სკოლაში
19-06-2024
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დატვირთული იყო საინტერესო გაკვეთილებითა თუ პროექტებით. 

მათ შორის, აღსანიშნავია პროექტ-გაკვეთილი - „ვენის კლასიკოსები“. 

პროექტ-გაკვეთილი 10 ივნისს, მუსიკის მასწავლებელმა ნატო ბეგაშვილმა ჩაატარა და მათში მონაწილეობდნენ VI-VII კლასების მოსწავლეები.

მოსწავლეებმა საფუძვლიანად შეისწავლეს ჰაიდნის, მოცარტისა და ბეთჰოვენის ბიოგრაფიები და სასკოლო საზოგადოების წინაშე საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილი ძალიან შინაარსიანი და სახალისო იყო, ბავშვებს გამოყენებული ჰქონდათ ვენის კლასიკოსების ნაწარმოების რიტმული მონახაზი, რომელიც საინტერესო იყო ჟანრული მრავალფეროვნებით.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგმა შექმნა სასწავლო-შემოქმედებითი გარემო, სახალისო აქტივობებმა კი მოსწავლეებში ინტერესი გააღვივა.

„ვუსურვებთ პედაგოგს მომავალში კვლავ დიდ წარმატებას!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება