სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლის დირექტორები საბჭოებს წარედგინება... მიმდინარეობს პროცედურები რესურსცენტრების ხელმძღვანელთა დასანიშნად“
11-06-2024
-
+


13 ივნისს განათლების გიორგი ამილახვარი „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით პარლამენტში გამოვა. პედაგოგების სახელფასო ფორმულა, დირექტორების საბჭოებისთვის წარდგენა და რესურსცენტრების ხელმძღვანელთა კონკურსი - ამ აქტუალური საკითხების დეტალები კვლავ უცნობია. შეეხება თუ არა გიორგი ამილახვარი აღნიშნულ თემებს? - მის მოხსენებაში, რომელიც etalonii.ge-ს პარლამენტიდან მიაწოდეს, წერია, რომ დირექტორთა კანდიდატურები სამეურვეო საბჭოებს წარედგინებათ, რადგან გასაუბრების ეტაპი დასრულებულია.

სკოლაში მიმდინარე პროცესების გაჯანსაღებისა და მიმდინარე რეფორმების წარმატებისთვის საკვანძო რგოლს წარმოადგენს სკოლის დირექტორი, როგორც საგანმანათლებლო ლიდერი. 2023 წელს გამოცხადდა საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი,რომელიც მიზნად ისახავდა დირექტორობის კანდიდატის „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტთან“ შესაბამისობის დადგენას და საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენას. კონკურსის შედეგად 2023 წელს 840 ახალი დირექტორი დაინიშნა სკოლებში. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მინისტრის მხრიდან არ ყოფილა გამოყენებული არცერთი დისკრეცია და არჩევანი სრულად სამეურვეო საბჭოების მიერ განხორციელდა.

ჩატარებული კონკურსის გაანალიზების შედეგად, 2024 წელს ვაკანტურ ადგილებზე ხელახალი კონკურსი გამოცხადდა, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ, როგორც დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებს, ასევე დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, მიეღო მონაწილეობა. ამ ეტაპზე, დირექტორობის მსურველებთან გასაუბრებების ეტაპი დასრულებულია და სკოლების სამეურვეო საბჭოებს წარედგინებათ შესაბამისი კანდიდატურები.

მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების განხორციელებისთვის აუცილებელი წინაპირობაა, რომ სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი სრულად იყოს გათვითცნობიერებული მიმდინარე პროცესებში, ხედავდეს საკუთარ როლს და აცნობიერებდეს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობებსა და მოვალეობებს. აღნიშნული მიზნით მიმდინარეობს ახლად არჩეული სკოლის დირექტორების გადამზადება, რაც იქნება მუდმივი პროცესი. ჩამოყალიბდება მწყობრი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის დირექტორის– საგანმანათლებლო ლიდერის მუდმივ პროფესიულ განვითარებას“.

რაც შეეხება რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, „მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი, როგორც საჯარო მოხელეების თანამდებობაზე დასანიშნად“:

„ზოგადი განათლების სისტემის გაჯანსაღებისა და შემდგომი განვითარებისთვის, დეცენტრალიზაციის პოლიტიკის გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანი ფუნქცია რესურსცენტრებს ეკისრებათ. 2023 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად რესურსცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა განისაზღვრა საჯარო მოხელის თანამდებობად. გამოცხადდა საჯარო კონკურსი და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები რესურსცენტრის ხელმძღვანელის, როგორც საჯარო მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად. რესურსცენტრის წარმომადგენლები ჩართულები არიან სკოლების გარე შეფასების მხარდამჭერ, ასევე ავტორიზაციისას გამოვლენილი გამოწვევების დაძლევის  პროცესში, რაც კიდევ მეტად ზრდის მათ შესაძლებლობას კომპეტენციებისა და გამოცდილების ამაღლების გზით“, - ვკითხულობთ მოხსენებაში.

სამინისტრომ რესურსცენტრების უფროსები შეარჩია - კანიდატებმა შეტყობინებები მიიღეს


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

სად ნახავენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება