სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სამინისტრომ რესურსცენტრების უფროსები შეარჩია - კანიდატებმა შეტყობინებები მიიღეს
06-06-2024
-
+


საქართველოს საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსების პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია.

აპლიკანტებს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროსგან უკვე მიუვიდათ შეტყობინება, დაკმაყოფილდა თუ არა, მათი განაცხადი, გამოცხადებულ ვაკანსიაზე. 

იმ კანდიდატებს, რომელთა განაცხადიც არ დაკმაყოფილდა უფლება აქვთ შედეგი 2 დღის ვადაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროში გაასაჩივრონ.

კანიდატებისთვის დაგზავნილ ინფორმაციაში ვკითხულობთ: 

„მადლობას მოგახსენებთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე: ქალაქ **** საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო) კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის.

გაცნობებთ, რომ ქალაქ **** საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო) თანამდებობაზე არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე (არ შეჩერდა/შეირჩა).

დამატებით გაცნობებთ, რომ საპრეტენზიო განაცხადის შემოტანა შეგიძლიათ შეტყობინების მიღებიდან ორი სამუშო დღის ვადაში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში (თბილისი, დიმიტრი უზნაძის . №52)“.

როგორც ცობილია, 69 მუნიციპალიტეტში რესურსცენტრების უფროსების პოზიციაზე განაცხადი 660-ზე მეტ აპლიკანტს ჰგქონდა შეტანილი. ამ ეტაპზე უცნობია, რომელ კანდიდატებს მიუვიდათ დადებითი შეტყობინება, თუმცა როგორც სამინისტროში განმარტავენ, დეტალურ ინფორმაციას, რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრში რომელი კანდიდატი დაინიშნა უწყება პროცესების დასრულების შემდგომ გაავრცელებს. 



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება