| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გამორჩეული და მრავალფეროვანი ღონისძიებებითა თუ აქტივობებითაა გაჯერებული.
მათ შორის, სკოლაში საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიმდინარე პროექტი - „ახალგაზრდა პარამედიკოსები ჯანმრთელობის სადარაჯოზე" დასრულდა. ამასთან დაკავშირებით, გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა, რომელიც ისეთ აქტივობებს მოიცავდა, როგორიცაა საინფორმაციო სტიკერების პრეზენტაცია და სამოქალაქო კლუბის წევრების მიერ გავრცელება. სტიკერებზე პირველადი სამედიცინო დახმარებისა და საგანგებო სიტუაციებში ქცევის ნორმების შესახებ მნიშვნელოვანი გზავნილები იყო დატანილი.
საინტერესო იყო აქტივობა, სახელწოდებით - „გაანათლე მიღებული ცოდნით ერთი თანატოლი მაინც“, რა დროსაც პროექტის მონაწილეებმა მიღებული ცოდნა თანატოლებთან პრაქტიკაში, ვიდეომასალით წარმოდგენილი გაკვეთილით და დემონსტრაციული აქტივობებით გამოავლინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბოლო აქტივობა იყო პროექტის შეჯამება. პროექტის ხელმძღვანელმა მაია მაჭარაძემ, სამოქალაქო კლუბის წევრებთან ერთად, პროექტის შედეგები ვიზუალური პრეზენტაციით შეაჯამა. გარდა ამისა, შედეგები შეფასდა და სკოლა გრანტის ფარგლებში მიღებული უსაფრთხოების ინვენტარით აღჭურვა.
აქტივობები სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ