სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები გაიმართა
07-06-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში აქტიურად მუშაობს სამოქალაქო განათლების კლუბი, რომელი ზრუნავს მოსწავლეებისთვის საინტერესო ინიციატივების შეთავაზებასა და მათი ცნობიერების ამაღლებაზე. 

6 ივნისს კი, სამოქალაქო განათლების კლუბის - „ცვლილებების პიკი“, ორგანიზებით პროექტის - „არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის აკადემიის“, ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო-საგანამანთლებლო შეხვედრები  X-XI და VII-VIII კლასები მოსწავლეებთან შემდეგ საკითხებზე: 

1. არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა;

2. სოციალური ქსელების უსაფრთხოდ გამოყენება;

3. არასრულწლოვნების მიერ ინტერნეტსივრცეში მონაცემების გასაჯაროება;

4. პოლიციის თანამშრომლის მიერ ქუჩაში არასრულწლოვნის ფოტოგადაღება;

5. მონაცემთა სუბიექტი და მისი უფლებები;

6. მონაცემთა კანონიერი დამუშავება სკოლებში;

7. ვიდეო მონიტორინგი და აუდიო მონიტორინგი;

8. არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების დაცვა. 

მოსწავლეებმა განიხილეს სხვადასხვა ქეისები და საკანონმდებლო დონეზე სამართლებრივი დოკუმენტები, კანონის უზენაესობის ცენტრის მიერ მომზადებული თემატური ვიდეო-რგოლები,  რომელიც არეგულირებს არასრულწოვანთა პერსონალური ინფორმაციის დაცვას ახალი კანონის საფუძველზე.  ბოლოს შეასრუელს მილაბის სახალისო ქვიზი. 

შეხვედრას უძღვებოდნენ: ირინა მიქავა, სამოქალაქო განათლების პედაგოგი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული და მასწავლებლის მომზადების სამოქალაქო განათლების 60-კრედიტიანი პროგრამის სტუდენტი, ხატია სიხარულიძე.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება