სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა II მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს 
10-06-2024
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო, მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები იმართება. სკოლაში, ასევე აქტიურად აღინიშნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა და თარიღი.

ამჯერად, სკოლის ეკოკლუბის წევრები II მსოფლიო ომში დაღუპული გმირების მემორიალს ეწვივნენ, ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ომის გამომწვევ მიზეზებსა და მასში მონაწილე ქვეყნების დანაკარგებზე.

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა. ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა.

მოსწავლეებმა შეიტყვეს, რომ მემორიალზე აღრიცხულია 159 კაცი: 

11 ანდრულაძე, 1 არახამია, 1 ბაბაევი, 2 ბელეშაძე, 6 გოგელია, 1 გეგენავა, 4 გოგუაძე, 1 გოთუა, 3 გვიბირიძე, 1 დარჩია, 3 დეკანოიძე, 3 დოლიძე, 3 თავდიშვილი, 2 კბილიანიშვილი, 2 კეშელავა, 3 კეკელია, 3 მასხულია, 5 მგელაძე, 2 მელუა, 2 მკერვალი, 1 მიქატაძე, 6 მორჩილაძე, 5 მუხაშავრია, 2 პატეიშვილი, 1 ჟღენტი, 1 რუსიძე, 11 სალუქვაძე, 8 სამსონია, 2 სიხარულიძე, 5 ტუღუში, 1 ქათამიძე, 8 ქართველიშვილი,1 ქანთარია, 3 ქურიძე, 1 შავიშვილი, 6 ჩხაიძე, 4 ჩხარტიშვილი, 4 ცინცაძე, 2 ხარაიშვილი, 5 ხარატი, 16 ხინთიბიძე, 7 ხინიკაძე.

ეს დღე ძალიან საინტერესო, ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება