| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც სასკოლო საზოგადოებას საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
23 მაისს, ძიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა მე-6 კლასელი მოსწავლეები სახალისო და შემეცნებით აქტივობაში ჩართეს. აქტივობა გულისხმობდა როლურ თამაშს - „ვაკანსია გარემოსდაცვით ორგანიზაციაში“.
ეკოკლუბის წევრები განასახიერებდნენ კომისიის წევრებს, ხოლო მოსწავლეები - დასაქმების მსურველ პირებს. გასაუბრებაზე აპლიკანტს უნდა ესაუბრა იმ ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ, რაც აქტუალურია მის სოფელში, ასევე რას მოიმოქმედებდა მათ აღმოსაფხვრელად, ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის სახეობების შესანარჩუნებლად.
როლური თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა აქტიურობით წარიმართა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, როლური თამაშის დროს მოსწავლეები არა მხოლოდ გონებრივად, არამედ ფიზიკურადაც აქტიურები არიან, მათ საშუალება აქვთ, გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულებები, ემოციები, რაც აადვილებს საკითხების გააზრების პროცესს.
„როლური თამაშის გამოყენებას აქვს როგორც კოგნიტური, ასევე აფექტური (ემოციური) და ფსიქო-მოტორული მიზანი. მისი გამოყენებით მოსწავლეები შეძლებენ:
თემატურად მსგავსი შინაარსების ურთიერთდაკავშირებას;
შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
ტოლერანტობისა და ემპათიის გრძნობის გამომუშავებას;
კომუნიკაციური უნარების განვითარებას და სხვ“,- დასძენენ სკოლაში და აქტივობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ