სიახლეები
სკოლები

მატნის N1 საჯარო სკოლაში ქართველი ერის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ პრეზენტაცია ჩაატარეს
05-06-2018
-
+


მატნის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ღონისძიება მიუძღვნეს. 

ღონისძიებას ისტორიის პედაგოგი ნანი მთივლიშვილი ხელმძღვანელობდა. 

სკოლის აღსაზრდელებმა პრეზენტაცია ჩაატარეს და 1918 -1921 წლების მოვლენებსა და ქართველი ერის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ ისაუბრეს. 

ღონისძიებას აფხაზეთის ომის გმირის, სოფელ მატნის მკვიდრის, მიშიკო ზურაბაშვილის დედა ელიკო მიკირტუმაშვილი და სოფელ მატნის სახელოვანი პოეტი თინა ჯანიბეგაშვილი ესწრებოდნენ. 

წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამ წელს იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს  წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის დეკლარაციის საფუძველზე აღადგინა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

მოსწავლის ჯამური შეფასების რეპორტის ნახვა - ინსტრუქცია პედაგოგებისთვის

2026 წლის სიმბოლო წითელი ცეცხლოვანი ცხენია

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება