სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ფუტკარი და ხელოვნება“ - დეხვირის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
28-05-2024
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.

ამჯერად, სკოლაში, ფუტკრის მსოფლიო დღე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკაშვირებით, სკოლაში შეჯამდა პროექტი „ფუტკარი და ხელოვნება“, რომლის ავტორები გახლდათ: ხელოვნების მასწავლებელი ციცინო გუგავა და დაწყებითი კლასების მასწავლებელი გვანცა ჭაბუკიანი.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ დარგს-მეფუტკრეობას, მოიპოვეს ინფორმაცია ფუტკრის შესახებ. მათ, ასევე მოიძიეს ინფორმაცია ფუტკრის პროდუქტების სასარგებლო თვისებებზე.

ბავშვები ესტუმრნენ საწარმოს „თაფლი ლეჩხუმიდან“, დაათვალიერეს ფუტკრის სახლი, მეფუტკრესთან ერთად იმუშავეს საფუტკრეში, მოხატეს სკები, მოიძიეს ინფორმაცია ფუტკრის როლის შესახებ ხელოვნებაში, შეისწავლეს კომპოზიცია. მოსწავლეებმა, ასევე, ისწავლეს მარციპანის რეცეპტი და დაამზადეს სხვადსხვა ფიგურა.

ისინი გაეცნენ ეტიკეტს, გაიგეს, რა ინფორმაცია უნდა იყოს ეტიკეტზე დატანილი, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, დაამზადეს ლეპბუქი (Lapbook).

„ნატურალური პროდუქტებით (თაფლი, კვერცხი, ყვავილის მტვერი,რძე და ა.შ.) ხელოვნების მასწავლებელმა გამოაცხო უგემრიელესი ტორტი, რომელიც მარციპანის ფუგურებით მოსწავლეებთან ერთად მოირთო“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეთა დევიზი იყო - „თუ ხარ ბრძენი, იცხოვრე ფუტკარივით“.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება