სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლემშვენიერას საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა 
28-05-2024
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს. მათ, ასევე ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესოდ ისაუბრეს და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის დამოუკიდებლობა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება სკოლაში ექსპრომტად გაიმართა.

„ნიჭი გონებრივი შესაძლებლობაა, რაიმეს კეთების და შექმნის განსაკუთრებული უნარი. რა ბედნიერებაა, რომ ამ თვითნაბადი ნიჭიერების ზეიმია ამ კედლებში. რა სასიამოვნო და ამაღელვებელია ამდენი გულანთებული და თვალებგაბრწყინებული ბავშვების გვერდით დგომა, რა საოცარია და დაუჯერებელია, რომ ერთ დღეში, ყოველგვარი რეპეტიციების გარეშე, ექსპრომტად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ასეთი ღონისძიება გაიმართა“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიების მონაწილეებს სკოლაში ყველაფრისთვის მადლობას უხდიან.

„მადლობა ჩემო საყვარელო ბავშვებო, მშობლებო, ჩემო ძვირფასო პედაგოგებო, რომ დღეს ასე ანშლაგით იყავით სკოლაში და მონაწილეობდით ყველა აქტივობაში.

დიდი მადლობა: ნინო ზურაბიანს, ხვიჩა ავალიანის, სოფო ქალდანს, ბაირონ ქალდანს, ლაშა კაჭეიშვილს, ანი ხარძიანს და ყველა XI კლასის მოსწავლეს, რომელმაც ორ საათში მოახერხა დარბაზის გაფორმება“, - აღნიშნავენ სკოლაში.
 
იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება