სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არაგვის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა გაცოცხლებული იგავ-არაკები და საინტერესო ღია გაკვეთილი
27-05-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მათ სურვილებს მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

ამის დასტურია,  24 მაისს, მე-4 კლასში ჩატარებული ღია გაკვეთილი, რომელიც  სომხური ენის მასწავლებელმა ჰაიკანუშ გადიანმა ჩაატარა და რომლის თემაც იგავ-არაკები გახლდათ. 

მოსწავლეებმა, სკოლაში სომხურ ენაზე თეატრალურად წარმოადგინეს მსოფლიო მეიგავეების იგავ-არაკები: ვარდან აიგეგცის „დათვი, მელა და მგელი“, ეზოპესა და მათეს სახარებიდან იგავ-არაკები. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა შეისწავლეს თუ რა არის არაკი და  რას გვასწავლის. მათ კარგად გაიაზრეს არაკის დიდაქტიკური მნიშვნელობა და მათი ასაკის შესაბამისად ითამაშეს როლები.

სკოლაში ისიც დასძინეს, რომ ასეთი გაკვეთილები საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს და მოტივაციას ჰმატებს მოსწავლეებს. 

სკოლის დირექცია და მშობლები მადლობას უხდიან სომხური ენის მასწავლებელს ჰაიკანუშ გადიანს საინტერესო და სახალისო სასწავლო აქტივობის მოწყობისთვის.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
ეს გამარჯვება მოსწავლეთა ცოდნის, ფართო თვალსაწიერის, სწრაფი აზროვნების, მიზანდასახულობისა და გუნდური თანამშრომლობის ნათელი დასტურია
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

ფიროსმანის საჯარო სკოლაში ახალგაზრდა მეცნიერების საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ.
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება