სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში მიუზიკლი - „ჩხიკვთა ქორწილი“ დაიდგა 
27-05-2024
-
+


აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის გამორჩეულ და პროფესიონალ პედაგოგებს შორისაა ლორიტა ჭაავა, რომელიც მოსწავლეებსა და სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ინიციატივებით ანებივრებს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგი მუდმივად მოწოდების სიმაღლეზეა, ამჯერად კი, გათანამედროებული მიუზიკლი - „ჩხიკვთა ქორწილი“, შესთავაზა მაყურებელს.

სასკოლო საზოგადოებამ აღფრთოვამება ვერ დამალა შთამბეჭდავი სანახაობის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგი მე-3 კლასს ასწავლის. მოთხრობის - „ჩხიკვთა ქორწილი“,  შესწავლის შემდეგ, ბავშვებს სურვილი გაუჩნდათ, რომ დაედგათ ეს ნაწარმოები მიუზიკლის სახით და რადგან კლასი მცირერიცხოვანია შესთავაზეს მე-4 კლასელებს გაეხსენებინათ შარშან ნასწავლი ნაწარმოები. 

ამ შთამბეჭდავი წარმოდგენით, სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა.

„დიდხანს გაგყოლოდეს მასწავლებლობაში ეს მოტივაცია ლორიტა მასწავლებელო. ბედნიერი ბავშვების წარმოთქმული მრავალჯერადი მადლობა სიცოცხლის წლებს გაგიხანგრძლივებთ... მადლობა!“, - ასე გადაუხადეს მადლობა პედაგოგს და დააფასეს მისი ღვაწლი სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება