სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საშინელი პოლიტიკა ჰქონდათ პედაგოგების კუთხით, ანგრევდნენ სახელმძღვანელოებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას“ - პრემიერი განათლების სისტემაზე
23-05-2024
-
+


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ უახლოეს მომავლში საზოგადოებას შესთავაზებენ განათლების ფუნდამენტურ რეფორმას, რომელიც შეეხება როგორც ზოგად, ისე უმაღლეს განათლებას.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც, სამწუხაროდ, საკმარისი ვერ გაკეთდა ამისათვის… უნდა ვაღიაროთ, ეს დრო სათანადოდ ვერ იქნა გამოყენებული. საბოლოოდ, ერთ-ერთი მთავარი სისტემა, რაც მოირგეს საკუთარ თავზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ესეც გარე დავალება იყო, იყო განათლების სისტემა. ანგრევდნენ სახელმძღვანელოებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, საშინელი პოლიტიკა ჰქონდათ პედაგოგების კუთხით და ა.შ. საბოლოოდ, მყარი სისტემა ჩამოაყალიბეს, რომლის გადალაგებაც მარტივად არ იყო შესაძლებელი“, - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ ამ მიმართულებით უფრო რთული ვითარებაა უმაღლეს განათლებაში:

„ავიღოთ წამყვანი უნივერსიტეტი - თსუ, სადაც მეც ვასწავლი, საერთო სურათი გვაქვს უმძიმესი. ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ პროფესორების დიდი ნაწილი არის მთლიანად პოლიტიკური ნიშნით შერჩეული, მათ აქვთ პოლიტიკური მიკერძოება, გასაგებია, ვის მხარეს და არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია. შეიძლება, პოლიტიკური მიკერძოება ნებისმიერ პროფესორს ჰქონდეს, მაგრამ როცა არც კვალიფიკაცია გაქვს და თან პოლიტიკურად მიკერძოებული ხარ, აქ ჩანს სინამდვილეში როგორ ფორმირდებოდა პროფესურა თსუ-ში. ეს ეხება ძალიან დიდ ნაწილს პროფესურის, შესაბამისად, არის ჩაკეტილი წრე, სისტემა არის მთლიანად მოშლილი. ამის გამო არც სახელმძღვანელოები ვითარდება, არც მეცნიერება“.

კობახიძემ გამოსავლის გზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სისტემა საჭიროებს თვისებრივ გარდაქმნას: „საზოგადოებას შევთავაზებთ რეფორმას, რომლის საფუძველზეც შედეგად მივიღებთ არა განსხვავებულ პოლიტიკურ სურათს, 4 წლის თავზე ჩვენ გვექნება თვისებრივად განსხვავებული ინფრასტრუქტურა, სადაც სტუდენტებს ექნებათ ინტერესების რეალიზების 10-ჯერ უკეთესი შესაძლებლობა… სწავლების ხარისხი გვექნება განსხვავებული, გვექნება სახელმძღვანელოები... და ნაცვლად იმისა, რომ უმაღლესი სახელმწიფო დაწესებულება ემსახურებოდეს ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებს, თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იქნება მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაზე“.

რაც შეეხება ადამიანურ რესურსს, პრემიერმა განაცხადა, რომ არის საკმარისი და თუ „სწორად დალაგდება სისტემა, თავისუფლად შესაძლებელია, საქართველოში შექმნა რესურსი“.

ირაკლი კობახიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ განათლების სისტემის რეფორმის დროს იქნება ისეთივე წინააღმდეგობა, როგორიც შეხვდა ე.წ გამჭვირვალობის კანონს.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

აღმზრდელ-პედაგოგთა ახალი სახელფასო პოლიტიკასა და საბავშვო ბაღებზე პრემიერი პარლამენტში ისაუბრებს

მასწავლებლებისთვის - საგამოცდო დრო, მაქსიმალური ქულები და შეფასების კრიტერიუმები საგნების მიხედვით, ცნობილია

ცნობილია, რა კრიტერიუმებით შეაფასებენ აბიტურიენტების ნაშრომებს და რა იქნება თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დრო

 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

პატარებმა დაუვიწყარი დღე გაატარეს, რომელიც სავსე იყო აღმოჩენებით, შემოქმედებითობითა და ფრენის სიყვარულით

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება