სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

თბილისის N207 საჯარო სკოლაში Izrune.ge - ს პრეზენტაციას ყველაზე პატარა წევრი სტუმრობდა
04-06-2018
-
+


თბილისის N207 საჯარო სკოლაში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge - ს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. 

შეხვედრას თბილისის N207 საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ ჩხაიძე, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.    
 
პრეზენტაციას ყველაზე პატარა წევრი სტუმრობდა. 

მოსწავლეებმა, მშობლებთან, პედაგოგებთან და პროექტის ავტორთან ერთად, იზრუნეს ტესტები პირდაპირ რეჟიმში გაიარეს და საგანმანათლებლო პორტალის ინოვაციურობითა და მიზნებით აღფრთოვანებულნი დარჩნენ. 

თბილისის N207 საჯარო სკოლის დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ, მშობლებთან ერთად, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს.


გარდა ამისა, შეხვედრაზე გოჩა ტყეშელაშვილმა თბილისის N207 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც ინტელექტ - ჩემპიონატის პირველ ტურში წარმატებით იასპარეზეს, სერთიფიკატები პირადად გადასცა.   

ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge -ს პრეზენტაციის გამართვის სურვილი თბილისის მრავალმა სკოლამ გამოთქვა.

ამდენად, საპრეზენტაციო სკოლები შემდეგი კრიტერიუმებით ირჩევა:  

1. სკოლის დირექტორი და მისი მენეჯერული უნარები

2. პედაგოგები და მათი ეფექტური მუშაობა

3. მოწადინებული მოსწავლეები და მათი მშობლები


შეგახსენებთ, რომ ახალი საიტი Izrune.ge გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში. მისი მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. მოსწავლეებს აქვთ საშუალება, საკუთარი კლასის შესაბამისად ივარჯიშონ მათთვის სპეციალური ალგორითმით შექმნილ უნიკალურ ტესტებში, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა, ხოლო თავის მხრივ, მშობლებს და არა მარტო მშობლებს, არამედ მთლიანად ოჯახს, აქვს საშუალება, თვალყური მიადევნოს ბავშვის განვითარებას, მონაწილეობა მიიღოს მისი აღზრდა-განათლების და წახალისების პროცესში, იამაყოს მისი მიღწევებით. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება