სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახმეტის N1 საჯარო სკოლაში სამი საგნის ინტეგრირებით საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
14-05-2024
-
+


ახმეტის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები მონდომებით ერთვებიან.

ახლახან, სკოლის მე-10 კლასში (კლასის დამრიგებელი იზა ალბუთაშვილი) ჩატარდა ბიოლოგიის, ინგლისური ენისა და ქიმიის ინტეგრირებული გაკვეთილი.

გაკვეთილზე, მოსწავლეებმა საინტერესოდ იმსჯელეს ჰისტოლოგიის, როგორც მეცნიერების განვითარებაზე.

„მათ, ასევე ისაუბრეს ღეროვანი უჯრედების შესწავლის თანამედროვე მეთოდებსა და ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების პერიოდში იმ ქიმიური ელემენტების როლზე, რომლებიც ყველაზე მრავალფუნქციურად მნიშვნელოვანია მუცლადყოფნის პერიოდში ემბრიონის ნორმალური განვითარებისთვის“, - გვიყვებიან სკოლაში.

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დისკუსიის სახით შეაჯამეს ამ გაკვეთილის განხორციელებისთვის მიღწეული შედეგები და იმსჯელეს განხილული საკითხების მეცნიერული ცოდნისთვის საგნებშორის ინტეგრაციის აუცილებლობაზე.

მსგავსი ინტეგრირებული გაკვეთილები სასწავლო პროცესს მეტად მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება