სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პიროვნებები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო“ - ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ სამი საგნის ინტეგრირებით საინტერესო ღონისძიება გაიმართა 
10-05-2024
-
+


ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით სიღრმისეული განათლების მიცემას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. აღსანიშნავია, რომ პედაგოგები ბავშვებს საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, გრძელვადიან სასკოლო პროექტ „კონფლიქტების მართვის“ ფარგლებში, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ, ისტორიის, მოქალაქეობის, გეოგრაფიის პედაგოგებისა და საბაზო, საშუალო საფეხურის მოსწავლეების ( მე-7 მე-9 მე-10 კლასები) ჩართულობით, განახორციელა საინტერესო აქტივობა „პიროვნებები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო“.

3 საგნის ინტეგრირებით პედაგოგებმა მოსწავლეებს გააცნეს მაჰათმა განდის, მარტინ ლუთერ კინგის, ნელსონ მანდელას ცხოვრება და მოღვაწეობა. შეჯერებული და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეებმა შექმნეს პრეზენტაცია და კედლის გაზეთი. მათ, ასევე ისაუბრეს აღნიშნული პიროვნებების მოღვაწეობასა და როლზე თუ როგორ შეიძლება არაძალადობრივი ჰუმანური მეთოდებით მიზნების მიღწევა.

აქტივობის პრეზენტაციას ესწრებოდა სასკოლო საზოგადოება.

აქტივობის ხელმძღმანელები: ისტორიის მასწავლებლები - დარეჯან ფუტკარაძე, მინდია მაცაბერიძე, მოქალაქეობის პედაგოგები: ნონა ბაბუაძე, მაგდა გოგბერაშვილი და გეოგრაფიის მასწავლებელი-ლია ქათამაძე გახლდნენ.

ეს დღე ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება