სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N16 საჯარო სკოლაში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
10-05-2024
-
+


დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლაში, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელეწყობით და სახელმწიფო ენის კათედრის ორგანიზებით, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიება, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ითვალისწინებდა მოსწავლეებისთვის იმ ადამიანების ცხოვრების, ღვაწლისა და ფასეულობების გაცნობას, რომელიც დღეს მივიწყებულია და საჭიროებს გახსენებას.

დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში სკოლაში ჩატარდა სპექტაკლი „გრიგოლ ფერაძე“.

„მოსწავლეებმა გაიცნეს უცხოეთში მოღვაწე ქართველი წმინდანი, გაეცნენ მისი ცხოვრების გზას, გაიაზრეს ის ფაქტი, რომ მან თავი გაწირა და მთელ ქვეყანას უჩვენა თავდადების, მოყვასისათვის თავგანწირვის იშვიათი მაგალითი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა სპექტაკლის შემდეგ მოძღვართან ერთად იმსჯელეს წმინდანის ცხოვრებისეული გამოცდილებასა და მისი მოქალაქეობრივი პოზიციის შესახებ. მათ, ასევე დაწერეს გამოხმაურებები ნანახი სპექტაკლის გარშემო, სადაც წარმოაჩინეს საკუთარი დამოკიდებულებები, მოქალაქეობრივი ვალი სხვა ეროვნების ადამიანის მიმართ.

„ბავშვებმა კარგად დაინახეს ქართველი კაცის კეთილშობილი ბუნება და მზადყოფნა სხვების დასახმარებლად, ასეთი ადამიანების რიცხვს ეკუთვნოდა მამა გრიგოლ ფერაძე, რომელმაც ხალხის საყოველთაო აღიარება დაიმსახურა და წმინდანად იქნა შერაცხული“, - აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება