სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავეს
10-05-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში აქტიურად ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, კითხვებს წარმატებით უპასუხეს და დიდ წარმატებას მიაღწიეს. კერძოდ, 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა სწორედ ქვედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის VII კლასელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, 72 ქულით, მოიპოვა. გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი ანასტასია კახიძე, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ თამაზ კახიძე, თამარ თებიძე, სალომე მალაყმაძე და ნათია სალვარიძე. 

აღსანიშნავია, რომ
ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა. 

კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა ხელვაჩაურის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ქეთევან დევაძემ, ხელვაჩაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა მერაბ ვარშალომიძემ და მასპინძელი, სარფის საჯარო სკოლის დირექტორმა ირმა მგელაძემ. ღონისძიებას კი ტრადიციულად „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება