სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ჯუღელი ენერგეტიკის მიმართულებით, ცოდნას გაიღრმავებს
10-05-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებული მომავლისთვის ყველა პირობაა შექმნილი. 

სწორედ ამის დამსახურებაა, რომ მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ კონკურსსა თუ პროექტში ერთვებიან. ამჯერად, სკოლაში პედაგოგ ფიქრია ნაჩიტიძის სადამრიგებლო - მე-11ბ კლასის მოსწავლის მარიამ ჯუღელის მიღწევით ხარობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის - „ქალები ენერგეტიკაში“ ჩართულობით, სამენტორო პროგრამა ხორციელდება. ის ახალგაზრდებს წაახალისებს გააგრძელონ სწავლა ენერგეტიკის ან ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით და მიიღონ რჩევები ენერგეტიკის სექტორში მოღვაწე წარმატებული პროფესიონალი ქალებისგან. 

სწორედ ამ პროგრამის მონაწილეა მარიამ ჯუღელი. მას მენტორობას საქართველოს განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის ფინანსური დირექტორი - ნუკა მშვიდობაძე გაუწევს.

„მარიამ ჯუღელი ახალი თაობის ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. კარგ სწავლასთან ერთად სხვადასხვა აქტივობებში წარმატებით მონაწილეობს და ვინ იცის, იქნებ, სამომავლოდ ისეთი სფერო აირჩიოს სასწავლო-სამოღვაწეოდ, როგორიც ენერგეტიკაა.
ვულოცავთ, მარიამს ამ რთულ გზაზე სწავლისა და შემეცნებისაკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება