სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„Math Chat BOT - მათემატიკური დიალოგი რობოტთან“ - თელავის N5 სკოლის მე-6 კლასში საინტერესო სასწავლო პროექტი განხორციელდა
10-05-2024
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ. 

მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლბლის - მარიამ ზაქარიაშვილის ჩართულობით, აპრილში, VI კლასში კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებზე სასწავლო პროექტი - „Math Chat BOT –  მათემატიკური დიალოგი რობოტთან“ განხორციელდა. მისი მიზანი იყო ChatBOT ტექნოლოგიის დაუფლება, ვიზუალური ბლოკური პროგრამირების ონლაინ გარემოში და ხელოვნური ინტელექტის (AI - Artificial  Intelligence) გამოყენება, მათემატიკური დავალებების გადაჭრისას, ChatBOT დიალოგის აგების გზით.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის განხორციელება საგანმანათლებლო სისტემაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აქტუალობამ განაპირობა. მოსწავლეებმა, პროექტის მიმდინარეობისას, scratch-ის ღრუბლოვან სივრცეში მარტივი ChatBOT დიალოგები, გეომეტრიის სფეროდან, სხვადასხვა მათემატიკური დავალებებისათვის ააგეს. შესრულებული ნამუშევრების პრეზენტაციები პროექტის დასკვნით მეცადინეობაზე შედგა. 

პრეზენტაციების დასასრულს მოსწავლეებმა ისაუბრეს ხელოვნური ინტელექტის აქტუალობაზე, სწავლის პროცესსა და ყოფაცხოვრებაში; ყურადღება გაამახვილეს ChatBOT დიალოგის მნიშვნელობაზე ინტერნეტ სივრცეში და ხელოვნური ინტელექტის დადებით და უარყოფით მხარეებზე.

სასწავლო დარგში სკოლის დირექტორის მოადგილე ნათია თათულიშვილმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი დაარსების დღიდან სამართლიანად მოექცა მეცნიერებისა და საზოგადოების ყურადღების ქვეშ, ჯერ კიდევ XX საუკუნიდან. მისივე თქმით, დღეისათვის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სფეროები უსასრულოა; ხელოვნური ინტელექტი განუწყვეტლივ ვითარდება და ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამდენად, ძალზედ მნიშვნელოვანია სასკოლო ცხოვრებაში მსგავსი პროექტების განხორციელება. 

„პროექტი დაეფუძნა კომპიუტერული ტექნოლოგიების, მათემატიკის, ხელოვნების ინტეგრაციას. პროექტის განხორციელება განაპირობა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აქტუალობამ საგანმანათლებლო სისტემაში. რაც „ციფრული თაობისათვის“ კიდევ უფრო აქტუალურია, თუ მოსწავლე თავად ეცნობა ხელოვნური ინტელექტის, სახელდობრ, ChatBOT -  კომპიუტერთან ინტერაქტიური დიალოგის აგების პრინციპებს.
მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები პროექტის შესახებ - როგორი შთაბეჭდილება დარჩათ მუშაობის პროცესში, რა ისწავლეს ახალი ამ პროექტით. მოსწავლეებმა და დამსწრე სტუმრებმა დადებითად შეაფასეს პროექტის თემატიკა. გამოითქვა მოსაზრება, რომ ChatBOT  დიალოგები აიგოს სხვადასხვა სასწავლო კურსებში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება