| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან და ეკოლოგიაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლიბი „მაგნოლია“, რომლის წევრებიც გარემოსდაცვით საქმიანობაში დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი.
მოსწავლეებმა 22 აპრილს დედამიწის დღე აღნიშნეს. ბავშვებმა აღნიშნეს, რომ დედამიწა ეკოლოგიური პირობების გამო საფრთხეშია, ამიტომ ყველა ჩვენგანის ვალია გავუფრთხილდეთ გარემოს და დავზოგოთ ბუნებრივი რესურსები. მოსწავლეები ეკოაქტივობებში ჩაერთნენ, მათ შორის შერჩეული ტერიტორია დაასუფთავეს და სკოლის ეზოს მოვლა-პატრონობაზეც იზრუნეს.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ