სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N8 სკოლის მოსწავლეები სააღდგომო კონკურსს მრავალფეროვანი ინგლსიურენოვანი აქტივობებით შეუერთდნენ
08-05-2024
-
+


ბათუმის N8 საჯარო სკოლის მიზანდასახული, აქტიური და ნიჭიერი მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და პედაგოგთა ხელმძღვანელობით, არაერთ საინტერესო ღონისძიებასა თუ პროექტში მონაწილეობენ. 

ამჯერად ისინი English Book Education-ის ორგანიზებულ სააღდგომო კონკურსში ჩაერთნენ. მის ფარგლებში, უმნიშვნელოვანეს ქრისტიანულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მე-10ბ კლასმა შექმნა ანიმაცია, რომელიც მოსწავლეებმა ინგლისურად გაახმოვანეს. მათ ინფორმაცია თემაზე - „აღდგომა საქართველოში, საბერძნეთში, უკრაინასა და ამერიკაში“ საკმაოდ საინტერესოდ წარმოაჩინეს. 

მე-10ა კლასმა კი სააღდგომო ტრადიციების შედარებითი ანალიზი Power Point-ში, პრეზენტაციის სახით, მოამზადა. გარდა ამისა, მე-6ვ, მე-7დ, მე-8გ, მე-8დ კლასების მოსწავლეებმა თემატური კრეატიული პოსტერები შექმნეს. მათ ინგლისურის მასწავლებელი ია ბლაგიძე ხელმძღვანეობდა. 

აღსანიშნავია, რომ მე-7ვ და მე-8ბ კლასში წამახალისებელი აქტივობები განხორციელდა. მოსწავლეებმა სხვადასხვა ქვეყანაში სააღდგომო წეს-ჩვეულებებზე მოძიებული ინფორმაცია განიხილეს და ადგილზე პოსტერები შექმნეს. ისინი აქტივობაში მასწავლებელ ნანა პაპუნიძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

„სკოლა ყველა ზემოთ აღნიშნული პროექტით English Book Education-ის მიერ ორგანიზებულ სააღდგომო კონკურსში მონაწილეობს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება