| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ჩაჩხიანი და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. ისინი მათ საჭირო ინფორმაციას აწვდიან და სკოლაში, საინტერესო შეხვედრებს აწყობენ.
პროფორიენტაცია პროფესიის სწორედ არჩევაში დახმარებას გულისმობს, რომლის ძირითად ამოცანად მოიაზრება ადამიანის საკუთარი შესაძლებლობების, უნარების, ინტერესების და მიდრეკილების გამოვლენაში ხელშეწყობა. პროფორიენტაცია საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახენ ინფორმაციის შეგროვება, გაცნობა და სისტემაში მოყვანაც არის.
ამ მიზნით სკოლას სტუმრობდა ქალაქ ამბროლაურში არსებული კოლეჯ „ერქვანის“ წარმომადგენლები: ლიანა კერვალიშვილი - ზრდასრულთა განათლების კოორდინატორი, ქეთევან რატიანი - სასწავლო პროცესის მენეჯერი, ეთერ ჭელიძე - „კარიერის დაგეგმვის მენეჯერი“ და ლელა ცხვედიანი - ბიბლიოთეკარი.
სტუმრებმა მოსწავლეებს გააცნეს კოლეჯში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.
შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი.
სკოლის დირექტორი მაია ჩაჩხიანი ამ შეხვედრისთვის სტუმრებს უღრმეს მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის ეზოში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა