| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან, სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და კონკურსებში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.
7 აპრილს, გამართულ ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის? ევროპის შესახებ“, ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდებს შორის პირველი ადგილი სწორედ ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლამ დაიკავა.
სკოლის მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ღირსეული პირველი ადგილიც დაიკავეს.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„უღრმესი მადლობა მე-11 კლასის მოსწავლეებს - ელენე ლეთოდიანს, ბარბარე გუგავას, მარიამ კორძაიას, ლიზი კვირკაშვილს, მარიამ მანაგაძეს და მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ გურგუჩიანს. კვლავ ულევ წარმატებას გისურვებთ თქვენ და ყველა მონაწილე მოსწავლეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ და პედაგოგთა თბილმა დახვედრამ ბავშვებს ლამაზი ემოციები აჩუქა