| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და შეჯიბრებაში მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, მათ, კალათბურთში, ლაჯანურის ხეობის მოსწავლეთა ზონალურ პირველობაზე იასპარეზეს წარმატებით.
ლაჯანურის ხეობის მოსწავლეთა ზონალური პირველობა კალათბურთში, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის და ცაგერის კომპლექსური სასპორტო სკოლის ეგიდით ორბელის საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც ლაცორიის სკოლის გარდა, ასევე მონაწილეობდნენ ორბელის, ალპანის და ლაჯანის საჯარო სკოლების გუნდები.
საინტერესო ფინალი გაიმართა ალპანისა და ლაცორიის გუნდებს შორის, სადაც გაიმარჯვა ლაცორიის სკოლის გუნდმა.
მეორე და მესამე ადგილები ალპანის და ორბელის საჯარო სკოლების გუნდებმა გაინაწილეს.
სკოლაში შეხვედრის ორგანიზატორებს, მონაწილე გუნდებს და მასპინძელ სკოლას მადლობას უხდიან.
„ლაცორიის სკოლის გუნდს ვულოცავ გამარჯვებას, წარმატებებს ვუსურვებ საუკეთესო ბიჭებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში, მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის ეზოში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა