სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნახურცილაოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო აქტივობები
08-05-2024
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახურცილაოს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს კარგად აქვთ გაცნობიერებული,თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს მოფრთხილება და მასზე ზრუნვა. სწორედ ამიტომ, სკოლა გარემოსდაცვითი აქტივობებს უერთდება.

გამონაკლისი დედამიწის არც დღე ყოფილა, რომელიც სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.

„ჩვენ ამ დღისთვის საგანგებოდ ვემზადებოდით! კავშირი, რომელიც ბუნებასთან, მცენარეებთან და მიწასთან გვაქვს, ჩვენი ჯანმრთელობისა და არსებობის განუყოფელი ნაწილია. დედამიწის დღე შეგვახსენებს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე - იქნება ეს დასუფთავება, მეტი ხის დარგვა, გადამუშავება და გადაკეთება, თუ  ყვავილების ფონზე მწვანე სივრცეში გასეირნება. ჩვენ ყოველი ჩვენი მოქმედებით შეგვიძლია დადებითი გავლება ვიქონიოთ ამ პროცესზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, ინფორმაციები მოიძიეს და ცოდნა აიმაღლეს.

მათ კიდევ ერთხელ გააანალიზეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედამიწის მოფრთხილება.

დედამიწის დღე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი საერო სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა კუთხეში ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს. ეს დღე ატარებს იდეას, რომელიც ემსახურება გლობალური, ეროვნული თუ ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებას პლანეტის სასიკეთოდ.

1970 წელს, დედამიწის დღის დაფუძნებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება, რადგან კლიმატის ცვლილებები ყოველდღიურად უფრო და უფრო აშკარა ხდება. ცნობიერების ზრდასთან ერთად იზრდება სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაციაც, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში კლიმატის ცვლილებას ერთიანად აპროტესტებს. 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.

2024 წელს ამ დღესასწაულის 54-ე წლისთავი აღინიშნება. როგორც წესი, დედამიწის დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა თემა აქვს წინ წამოწეული. ამ წლის თემაა „აღვადგინოთ ჩვენი პლანეტა“, რადგან ბუნების დაცვა დღეს ნიშნავს მომავალ თაობებზე ზრუნვას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება