| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას ასწავლიან. სწორედ ამიტომ, მათი ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, სკოლაში არაერთი საინტერესო გარემოსდაცვითი აქტივობა იმართება.
მათ შორის იყო დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომლის ფარგლებში, სკოლაში, ერთობლივი, მრავალფეროვანი და ძალიან სასარგებლო აქტივობები ჩატარდა.
მოსწავლეთა მონაწილეობით, სხვადასხვა ადგილზე მოეწყო დასუფთავების აქცია. ბავშვებმა დაასუფთავეს სოფლის ქუჩები და მდინარის ნაპირი.
ასევე, კვირეულის ფარგლებში, მოეწყო მხიარული სტარტები. ჩატარდა საველე კვლევა მინერალურ ქვებზე და შემდგომ შეიქმნა დედამიწის მოზაიკა.
ბავშვებმა გააკეთეს პოსტერები და სკოლაში პრეზენტაციების დღე მოაწყვეს. ამასთანავე, მათ მოაგროვეს მაკულატურა.
„ეზოში „სთრითარტით“ შევქმენით ჩვენი ემოციები თუ, როგორ ვიზრუნოთ ჩვენს სახლზე, დედამიწაზე“, - გვიყვებიან სკოლაში.
ასევე, აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, მოეწყო საინტერესო შეხვედრა ტყის რეინჯერთან, რომელმაც მათ გამოცდილება გაუზიარა.
„მომავალშიც ვაპირებთ გავაგრძელოთ ზრუნვა! ეს ჩვენი ცოდნაცაა და გამოცდილებაც, რომელზე დაფუძნებითაც გვიყვარს და ვზრუნავთ ერთმანეთსა და იმ გარემოზე, სადაც ვცხოვრობთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ვიდეო:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ