სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა საჭადრაკო ოლიმპიადაში პირველი ადგილი დაიკავა
10-05-2024
-
+


თელავის N9 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა წარმატებულ მომავალსა და მათ მოტივირებაზე ზრუნავენ. მათ შრომას შედეგი გამოაქვს, ამის დასტური კი მოსწავლეთა მიღწევებია. 

ახლახან ჩატარდა საქართველოს პირველი სასკოლო ოლიმპიადა ჭადრაკში „ნონა გაფრინდაშვილს თასის“ მოსაპოვებლად. ოლიმპიადაში თელავის მუნიციპალიტეტიდან 9 გუნდი, მათ შორის, თელავის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი მონაწილეობდა.

მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და წარმატებას მიაღწიეს - პირველი ადგილი დაიკავეს. თელავის N9 საჯარო სკოლის გუნდის წევრები შემდეგი მოსწავლეები არიან: 

  • დავით დოლმაზაშვილი (პირველი კლასი);
  • დანიელ კალანდაძე (პირველი კლასი);
  • გიორგი შიუკაშვილი (მე-2 კლასი);
  • ანდრია ქეშიკაშვილი (მე-2 კლასი).
მათი პედაგოგი კი ვანო დვალია. სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ხარობენ და ულოცავენ. 

„გაგაცნობთ ჩვენს ჭკვიან და საამაყო ბავშვებს, ჩვენს ნათელ მომავალს. გუნდი შემდეგ ეტაპზე გადავიდა და მონაწილოებას უკვე რეგიონის მაშტაბით, გააგრძელებს.
გამარჯვება და წინსვლა ვუსურვოთ ჩვენს პატარა ინტელექტუალებს! მომავალი თქვენია“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება