| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„გადაარჩინე ქართული ენა უთხარი არა ბარბარიზმებს!“ - ამ ლოზუნგით მალხაზ შავაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების ხელმძღვანელობით, ბარბარიზმების წინააღმდეგ „გაილაშქრეს“.
„ენა ცოცხალი ორგანიზმია. ის საზოგადოებასთან ერთად იზრდება, ვითარდება და იცვლება. ამიტომაც, მას ცოცხალი არსებასავით სჭირდება მოფრთხილება. ენის მთავარ „დამბინძურებელს“ ბარბარიზმი და კალკი წარმოადგენს“,- გვეუბნებიან სკოლაში და თემის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების ხელმძღვანელობით, აღნიშნულ საკითხებზე იმუშავეს და პრეზენტაციები წარმოადგინეს სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა.
მოწაფეებმა თანამედროვე ბარბარიზმები და მათი ქართული შესატყვისები წარმოადგინეს და ენის სიწმინდის დაცვის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
სკოლაში მოსწავლეებსა და ღონისძიების ხელმძღვანელ მასწავლებლებს მადლობას უხდიან და აღნიშნევენ, რომ ენის ნორმების დაცვა ყველა მოქალაქის ვალდებულებაა!
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ