| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში კლუბი „ეკოპატრიოტები“ წარმატებით მუშაობს. ეკოკლუბელები სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობებში მონაწილეობენ და ბუნებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამჟამად ეკოკლუბი მასშტაბურ გარემოსდაცვით პროექტში - „ნიკო კეცხოველის პრემია“ არის ჩართული და კონკურსის ფარგლებში არაერთ ეკოაქტივობას ახორციელებს.
22 აპრილს, სკოლის ეკოკლუბელებმა სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს დედამიწის დღე.
აქტივობები, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის ფარგლებში მოეწყო და დევიზი იყო - „ვიმოქმედოთ კლიმატისათვის“
„ეკოპატრიოტების“ წევრებმა გააფერადეს ნახატები გარემოსდაცვითი მოწოდებებით, მოაწყვეს გამოფენა, ასევე დაამზადეს საყვავილეები და დარგეს ქოთნის მცენარეები.
დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ყოველწლიურად ამ დღეს მილიონობით ადამიანი მთელი მსოფლიოდან ერთი იდეის გარშემო ერთიანდება და ცდილობს, საკუთარი წვლილი შეიტანოს პლანეტის დაცვასა და გარემოზე ზრუნვაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ