სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულის - პოეტ ნელი საგინაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
10-05-2024
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის ბიბლიოთეკაში I-XI კლასების მოსწავლეების მონაწილეობითა და მშობელთა ჩართულობით, ამავე სკოლის კურსდამთავრებულის - პოეტ ნელი საგინაძის პოეზიის საღამო მოეწყო.

პოეზიის საღამოზე მიწვეული იყო კურსდამთავრებული ნელი საგინაძე, სადაც მოსწავლეებმა წაიკითხეს მისი ლექსები და შეასრულეს სიმღერები.

„ქალბატონი ნელის თითოეულ ლექსში იგრძნობა ქართული სული, ტრადიციების პატივისცემა, ქალების მიმართ მოწიწება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

უფალი, ქართველობა, საქართველო - პოეტის მთავარი მიზანია, რაც შემდეგ ლექსშიც აისახება:

„უქართველოდ, ლოცვაც არ შეიწირება,

უქართველოდ, სულიც არ ამღერდება,

უქაეთველოდ, კავკასია დაბერდება,

უქართველოდ?! დედამიწა გაჩერდება“

„პოეტ ქალბატონს მართლაც მიზნად აქვს დასახული მომავალი თაობებისთვის ღვთაებრივ-ტრადიციული ადათების გადაცემა, ქართული სულის პატივისცემა“, - ამბობენ სკოლაში.

სკოლა მადლობას უხდის კურსდამთავრებულ პედაგოგს მშობლიურ სკოლაში სტუმრობისთვის, თბილი სიტყვებისა და ემოციებისთვის.

„ვისურვებდით, ქალბატონო ნელი, მრავალი თქვენნაირი საამაყო ქალბატონი აღეზარდოს ჩვენს სკოლას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება