სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები მასშტაბურ საგანმანათლებლო კონკურსში მონაწილეობდნენ
07-05-2024
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა კონკურსებსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში წარმატებით მონაწილეობენ. 

ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩართული იყვნენ საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებულ პროექტში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“.

პროექტის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეებს გაეგზავნათ შესაბამისი მასალა, თითოეულ მონაწილეს უნდა დაემუშავებინა ლიტერატურა, შემდეგ ეთამაშა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“.

მართალია, სკოლის მოსწავლეებმა ნახევარფინალურ ტურში გამარჯვება ვერ მოიპოვეს, მაგრამ, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ისინი გულგატეხილები მაინც არ დაბრუნებულან თამაშიდან. ამ დროის განმავლობაში გაიგეს დღემდე მათთვის უცნობი საკითხები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ, ასევე ისწავლეს ძალიან ბევრი ახალი, რაც სამომავლოდ თითოეულ მათგანს გამოადგება.

„დიდ მადლობას ვუხდით ჩვენი ისტორიის მასწავლებელ ქალბატონ დალი შავაძეს ამ პროექტში გაწეული დახმარებისთვის, სკოლის დირექტორს - ქალბატონ დონარ აბულაძესა და ძირკვაძეების საჯარო სკოლის თითოეულ მასწავლებელს ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის. ასევე დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნულ არქივს ამ პროექტის ორგანიზებისთვის“, - გვეუბნებიან პროექტის მონაწილე მოსწავლეები. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება