სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე 
07-05-2024
-
+


დედამიწა რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება თბილისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კარგად ესმით, რადგან მათი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე მასწავლებლები აქტიურად ზრუნავენ. 

შესაბამისად, 22 აპრილს, მოსწავლეები საერთაშორისო გარემოსდაცვით ღონისძიებას შეუერთდნენ და დედამიწის დღე დიდი ენთუზიაზმით აღნიშნეს. 2024 წლის დედამიწის დღის თემაა „პლანეტა პლასტმასის წინააღმდეგ“.

მოსწავლეები გაეცნენ ამომწურავ ინფორმაციას თუ რას ისახავს მიზნად მსოფლიო ღონისძიება და აღნიშნეს, რომ „დედამიწის დღე“ პირველად 1970 წლის 22 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნა, როდესაც საზოგადოებამ არაეფექტიანი სატრანსპორტო საშუალებებითა და უპასუხისმგებლო მრეწველობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების გაპროტესტება დაიწყო.

1990 წელს დედამიწის დღე პირველად გასცდა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებს, გლობალურ გარემოსდაცვით დღედ იქცა და მას შემდეგ მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება. ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.  დედამიწის დღე ყოველწლიურად ყურადღებას ამახვილებს ისეთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით მიმართულებებზე როგორებიცაა ნარჩენების გადამუშავების პოპულარიზება, გლობალური დათბობა და სუფთა ენერგიის გამოყენება, კლიმატის ცვლილება, როგორც დღეისათვის დედამიწის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევა.

მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობა ნათლად გაიზრეს და გარემოს დასაცავად არაერთი ეკოაქტივობა მოაწყვეს. მათ შორის ნარჩენების დასახარისხებლად ურნები დადგეს და სასკოლო საზოგადოებას ნარჩენების სეპარირებული შეგროვების მნიშვნელობა შეახსენეს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

რამდენპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს აბიტურიენტმა პროფესიულ პროგრამაზე რომ ჩაირიცხოს

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება