სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარნეულის N8 საჯარო სკოლაში ნოვრუზის ფესტივალი გაიმართა 
10-05-2024
-
+


მარნეულის N8 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. სკოლაში, სხვადასხვა მნიშვნელოვან და საინტერესო თემასთან დაკავშირებით, არაერთი ღონისძიება იმართება.

მათ შორის იყო ნოვრუზის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ფესტივალი.

აღნიშნულ ღონისძიებაზე, ლამაზ სადღესასწაულო სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა, იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

მათ, ასევე ნოვრუზის დღესასწაული შესახებ ისაუბრეს, ცოდნა აიმაღლეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებით სასკოლო საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა. 

2010 წლის 19 თებერვალს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელმაც 21 მარტი „ნოვრუზის საერთაშორისო დღედ“ გამოაცხადა და მიესალმა დღესასწაულის აღმნიშვნელ სახელმწიფოებს, რომლებიც ხელს უწყობენ მასთან დაკავშირებული კულტურული ტრადიციების შენახვასა და განვითარებას.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

განსაკუთრებული ყურადღება პირველკლასელებს დაეთმო - მათ სასკოლო ცხოვრების დაწყება დირექტორმა ვერა ყურულაშვილმა და პედაგოგებმა გამორჩეულად მიულოცეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება