სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საბირქენდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს 
10-05-2024
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, სკოლა სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობას უერთდება.

გამონაკლისი დედამიწის დღეც არ ყოფილა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში დასუფთავების აქცია მოეწყო.

მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. მათ, ასევე თემატური პლაკატები შექმნეს და საზოგადოების ეკოცნობიერების დონის ამაღლების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულნი. ბავშვებმა კიდევ ერთხელ გააანალიზეს, რომ ბუნებას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება