სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N166 საჯარო სკოლის მოსწავლეები, საქველმოქმედო ვიზიტით, ბავშთა სახლს ესტუმრნენ
07-05-2024
-
+


თბილისის N166 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით გამოირჩევა. 

2 მაისს მე-104 კლასმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგ ირინა კობალაძის ხელმძღვანელობით, ბავშთა სახლის დახმარების პროექტი განახორციელა. პროექტში ასევე მონაწილეობდნენ სკოლის თვითმმართველობა, სამოქალაქო განათლების კლუბი - „თაობა“ და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - კონსტანტინე გურული.

პროექტი სკოლაში განხორციელებული საქველმოქმედო ღონისძიებებისა და ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ვიზიტმა დიდი წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა. მოსწავლეები ბავშვთა სახლიდან შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ. 

ამ დღესთან დაკავშირებით ვიდეოკოლაჟი მოსწავლე სანდრო კაკავამ მოამზადა.

„ბავშვთა სახლში ცოტათი დაძაბული მივდიოდით, არ ვიცოდი, როგორ შეგვხვდებოდნენ ბავშვები, როგორ შედგებოდა პირველი კონტაქტი. ძალიან სასიხარულო იყო იმის ნახვა, რომ ბავშვები ლაღად, თავისუფლად შეგვხვდნენ, მორიდებულობისა და დარცხვენის გარეშე, რაც ასეთ ღონისძებებს ხშირად ახლავს ხოლმე. პატარებმა და მოზარდებმა ძალიან თბილად მიგვიღეს და შინაურული გარემო მალევე შეგვიქმნეს. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია მათი მასწავლებლის, ფსიქოლოგისა და ფონდის დირექტორის უდიდესი წვლილი ამ გარემოს შექმნაში. საინტერესო იყო, რომ ღონისძიება უბრალოდ საკვებითა და საკანცელარიო ნივთებით დახმარებას კი არ გულისხმობდა, არამედ ინტელექტუალურ, გასართობ-შემეცნებით თამაშებსაც მოიცავდა, რომელშიც ზრდასრულებიც მშვენივრად ჩავერთეთ. სხვაა, როცა ბავშთა სახლში მიდიხარ, დახმარებას გადასცემ და მოდიხარ და სხვაა, როცა ბავშვებთან ერთად ფილმის ჟესტებით ახსნაზე ჩოჩქოლობთ, გადაწყვეტთ და გამოგდით. ერთად სიცილი ის წამალია, რომელიც ყველას გვჭირდება. ამიტომ, როცა მასპინძლებს წიგნაკში სამახსოვროდ ჩვენს შთაბეჭდილებებს ვუტოვებდით, ჩვენი მადლობა გულწრფელი იყო, რადგან არცერთი ჩვენგანი ასეთ მეგობრულ ხალისს არ ელოდა. მადლიერების გამოხატვა კი ბედნიერების განცდის საუკეთესო საშუალებაა. მადლიერები ვართ იმ სილამაზის გამო, რაც იქ ვნახეთ: 
ულამაზესი კალიგრაფიული ნიმუშები, ნახატები, მოხატულ-წარწერილი თეფშები, ქაღალდის ლომი და ბევრი სხვა შემოქმედება, რამაც კიდევ ერთხელ დაგვაჯერა უცნობი ავტორის გენიალური ნათქვამის ჭეშმარიტებაში: „თუ გინდა განვითარდე, რაც შეიძლება მეტ ხანს დარჩი ბავშვად“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება