| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ პედაგოგები მოსწავლეებს კითხვის სიყვარულს საინტერესო და შემეცნებითი აქტივობების მეშვეობით უღვივებენ. პედაგოგებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ბავშვებს წიგნის მიმართ ინტერესი დაწყებითი კლასებიდანვე უნდა გაუჩინონ. სწორედ ამიტომ, სკოლაში ნორჩ მკითხველთა კლუბი ფუნქციონირებს.
კლუბის წევრები, მათი ხელმძღვანელის - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ სოფიკო აბესაძის ორგანიზატორობით, სხვადასხვა საინტერესო აქტივობებში ერთვებიან.
ბავშვები საყვარელი ავტორების წიგნებს მონდომებით ეცნობიან და შთაბეჭდილებებს ერთმანეთს უზიარებენ.
ამჯერადაც არ ყოფილა გამონაკლისი, მათ წაკითხული ნაწარმოებებისა და საყვარელი პერსონაჟების შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს, ცოდნა აიმაღლეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
მათ კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია წიგნებს ადამიანების ცხოვრებასა და მათ მრავალმხრივ განვითარებაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლის პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა მოსწავლეებს თვალსაწიერის გაფართოებაში დაეხმარნონ.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ