სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები იტალიის ეროვნული გმირის - ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ
10-05-2024
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მრავალმხრივ განვითარების მიზნით, საინტერესო შემეცნებით აქტივობებს სთავაზობენ.

მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები, 25 აპრილს, იტალიის ფაშისტური რეჟიმისგან გათავისუფლების დღეს, ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.

სტუმრებს უმასპინძლა და სამუზეუმო ექსპონატები დაათვალიერებინა მუზეუმის დირექტორმა -  მარინა მოსულიშვილმა.

სკოლის დირექტორმა - თამილა ქურხაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო სოფლის ისტორია.

„მან, ისაუბრა სოფლის მცხოვრებთა ინიციატივებსა და კულტურულ ღონისძიებებზე XIX- ს-ში, ქვემო მაჩხაანში დამკვიდრებულ იმ ღირებულებებზე, რამაც ზემოქმედება მოახდინა ფორე მოსულიშვილის პატრიოტ, თავისუფლებისმოყვარე პიროვნებად ჩამოყალიბებაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა გაიხსენეს იტალიის ეროვნული გმირის-ფორე მოსულიშვილის ცხოვრების ეპიზოდები და გმირული ისტორია, აუდიტორიის წინაშე წარადგინეს საკუთარი ნახატები, შექმნეს დიორამა. შესრულდა სიმღერები მუსიკის მასწავლებლის - დ, გრიგოლაშვილისა და თ. ქურხაშვილის მონაწილეობით.

ღონისძიებას დაესწრო ბეგი მამალაძის სახელობის კულტურულ -საგანმანათლებლო ფონდის „ჩემი საქართველოს“ დამფუძნებელი, მ. ზედელაშვილი, რომელმაც ისაუბრა ქართულ-იტალიური მეგობრობის შესახებ, გაიხსენა, რომ ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმს ხშირად სტუმრობდნენ იტალიელები, იმედი გამოთქვა, რომ მნიშვნელოვანია ასეთი ურთიერობების აღდგენა და მეგობრული კავშირ-ურთიერთობების გაღრმავება.

ამ დღის აღსანიშნავად, მან სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მოსწავლეებსა და სკოლის დირექტორს თამილა ქურხაშვილს.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

განსაკუთრებული ყურადღება პირველკლასელებს დაეთმო - მათ სასკოლო ცხოვრების დაწყება დირექტორმა ვერა ყურულაშვილმა და პედაგოგებმა გამორჩეულად მიულოცეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება