| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
1 მაისს, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო შეჯიბრი გაიმართა.
თამაშის თემატიკა - ზოგადი, შეკითხვები კი დაფუძნებული იყო ლოგიკურ და ანალიტიკური აზროვნების უნარზე.
შეჯიბრი მიმდინარეობდა სამ ასაკობრივ ჯგუფში.
პირველი ასაკობრივი კატეგორია მოიცავდა: მე-3, მე-4, მე-5 კლასებს, სადაც გაიმარჯვა მე-5 კლასის მოსწავლეთა გუნდმა - „ლომებმა“, ასევე ძალიან კარგი მაჩვენებელი ჰქონდა მე-4 კლასის მოსწავლეთა გუნდს - „სხივებს“.
მეორე ასაკობრივი კატეგორია კი მოიცავდა: მე-6, მე- 7, მე-8 კლასებს, სადაც გაიმარჯვა მე-7 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა - „აფხაზეთმა“.
შეჯიბრის მიმდინარეობას სკოლაში ხელმძღვანელობდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ვენერა(ნანი) ესართია, ხმის დამთვლელი კომისის წევრები გახლდნენ - შორენა ბერიშვილი და ნატო ესართია.
სკოლის დირექცია დიდი მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს, კლასის და ღონისძიების ორგანიზატორებს, ინტელექტუალურ თამაშის ასე საინტერესოდ ჩატარებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ