| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო და საქველმოქმედო აქციაში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის დირექციამ, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, სოფლის ცენტრში საქველმოქმედო ბაზრობა გამართეს, სადაც სააღდგომო დეკორაციები, წითლად შეღებილი კვერცხები და პასკები იყო წარდგენილი.
მოსწავლეები აქციაში, დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი.
სკოლაში მადლობას უხდიან საქველმოქმედო აქციის მონაწილეებს.
„მადლობა ყველა იმ პირს, ვინც ხელი შეუწყო და მონაწილეობდა ამ კეთილი საქმის განხორციელებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
როგორც გვიყვებიან, შემოსული თანხის ნაწილი მათი, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდში ჩაირიცხება.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი შეიცვლება - სახალხლო დამცველის რეკომენდაციას სამინისტრო გაიზიარებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება