სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბუგეულის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბ „ლიდერის“ ინიციატივით, გარემოსდაცვითი აქტივობები გაიმართა
08-05-2024
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ.

ახლახან, სამოქალაქო კლუბ „ლიდერის“ ინიციატივით, სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. უფროსი კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, სკოლის ეზო კიდევ უფრო გაალამაზეს და მას ნორჩი ნერგები შეჰმატეს.

მე-9 კლასის მოსწავლეებმა კი თემატური კედლის გაზეთი შექმნეს და თანატოლებს შეახსენეს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია. მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი შეიცვლება - სახალხლო დამცველის რეკომენდაციას სამინისტრო გაიზიარებს

23 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო გიორგობას აღნიშნავს

რატომ ვერ დგინდება, რამდენს ხარჯავს სახელმწიფო განათლებაზე? - ხარვეზებზე აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვკითხულობთ

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება