სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბის საინტერესო და სახალისო აქტივობები
02-05-2024
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. 

სკოლაში ინგლისური ენის კლუბი აქტიურად აგრძელებს მუშაობას. მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში მუდამ ხალისითა და ინტერესით ერთვებიან.

ამჯერად, ისეთი სახალისო აქტივობები ჩატარდა, როგორებიცაა პერონაჟების გაცოცხლება (როლური თამაში), „მის აგატას გამოძიება“, „კონკია“, კომენტატორი (ვიდეო თამაშები), აგატა კრისტის ბიოგრაფიის პრეზენტაცია, სიმღერა „კლემენტინზე“.

მოსწავლეებმა შესანიშნავად იმუშავეს, როლები სურვილისამებრ დაინაწილეს და პერსონაჟის როლი მოირგეს. მათ ისაუბრეს მწერლის ბიოგრაფიაზე, წიგნებზე და საყვარელ ეპიზოდზე, რომელიც ელექტრონულ საპრეზენტაციო ფორმატში მოამზადეს. გარდა ამისა, პოსტერები დაამზადეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ჟესტიკულაცია და მიმიკა როლურ თამაშში ძალზედ მნიშვნელოვანია, რაც მოსწავლეებს ნამდვილად არ გასჭირვებიათ. აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენის კლუბის კურატორი თამილა დუმბაძე გახლავთ.

„ასეთი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, ფონეტიკის და სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი) დახვეწას, კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. მოსწავლეებს გაუღრმავდათ ინტერესი უცხო ენისადმი და აუმაღლდათ  მოტივაცია“,- აღნიშნავს კლუბის კურატორი თამილა დუმბაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება