სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გავუფრთხილდეთ და გავალამაზოთ ჩვენი გარემო“ - წინარეხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი გარემოსდაცვითი აქტივობები
01-05-2024
-
+


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლა დედამიწის დღის აღნიშვას შეუერთდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის VII-VIII კლასების მოსწავლეები ბიოლოგიის მასწავლებლის - ნანა კობერიძის ხელმძღვანელობით ღონისძიებაში: „გავუფრთხილდეთ და გავალამაზოთ ჩვენი გარემო“ მონაწილეობდნენ.

II-IV კლასების მოსწავლეებმა კი დამრიგებლის - ნინო მერებაშვილის დახმარებით შექმნეს კედლის გაზეთი „დედამიწის დღე“.

თავდაპირველად მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ისაუბრეს დედამიწისა და გარემოს იმ პრობლემების შესახებ, რის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას. შემდეგ მოსწავლეები გავიდნენ სკოლის ეზოში, მოირგეს ხელთათმანები, მიიღეს საჭირო ნივთები და დაასუფთავეს მიმდებარე ტერიტორია.

„ბავშვებმა ნაგავი მოათავსეს ერთჯერად პარკებში, მცენარეებს მოაშორეს ზედმეტი ხმელი ბალახი, დაუსხეს წყალი და მიუალერსეს მწვანე საფარს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობებში ისინი ხალისით მონაწილეობდნენ.

„მოსწავლეებს ამოძრავებდათ იმის შეგნება, რომ თუ თითოეული ადამიანი ყოველდღიურად შეეცდება მცირედი მარცვალი ჩადოს დედამიწის მოვლა-პატრონობაში, მაშინ მას აღარაფერი დაემუქრება“, - გვიყვებიან სკოლაში.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება