სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გოჩა ტყეშელაშვილი თბილისის N161 სკოლას ახალი პროექტის პრეზენტაციით ესტუმრა
01-05-2024
-
+


„ეტალონი“ აგრძელებს ეროვნულ საქმეს, ცოდნის გავრცელებას და მომავალი თაობების განათლებასა და ღირსეულ მომავალზე ზრუნვას.

ცოდნის პოპულარიზაციისკენ მიმართული პროექტები ინოვაციურობით გამოირჩევა და მიზნად ისახავს მოსწავლეთა, როგორც ცოდნის ისე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას. შთამბეჭდავია, ახლახან დაინიცირებული პროექტიც, რომელიც განსაკუთრებულად საქვეყნო მნიშვნელობას ატარებს და ნიჭიერი მოსწავლეებისა და მათი ოჯახების ფინანსურ წახალისებას ემსახურება.

ახლახან, სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, „ეტალონისა“ და izrune.ge-ს პროექტების ავტორი, მოსწავლის აღზრდა-განათლების საკითხებში ოჯახების ეფექტური  ჩართულობის კვლევის და ხელშეწყობის სამეცნიერო-შემოქმედებითი გუნდის ხელმძღვანელი გოჩა ტყეშელაშვილი თბილისის N161 საჯარო სკოლას ეწვია და თავისი ახალი პროექტის -  „საქართველოს 100 000 ოჯახის ყოველწლიური ბედნიერების პროექტი!!!“ პირველი პრეზენტაცია გამართა.

პროექტის განხორციელება სახელმწიფოებრივი მხარდაჭერით 2025 წლიდან იგეგმება და სამი გამოკვეთილი მიზანი აქვს: ა) ეროვნული; ბ) პრინციპული; გ) გლობალური.

პროექტის მონაწილეები შეირჩევიან მთელი საქართველოდან, ოჯახების/მოსწავლ(ეებ)ის შერჩევა სამი კრიტერიუმით მოხდება:

  1.  ოჯახისა და მოსწავლის სურვილი-მზაობა;
  2.  მოსწავლის აკადემიური მოსწრება, სკოლის მონაცემებით;
  3. მოსწავლის ინდივიდუალური ტექნოლოგიური შეფასება izrune.ge-სგან.

პროექტში მონაწილე 100 000 ოჯახი/მოსწავლიდან 1000 „განსაკუთრებულად საქვეყნო მნიშვნელობის ოჯახის“ წახალისება სახელმწიფოსგან მოხდება. 1000 მოსწავლეს, რომლებსაც სასწავლო წლის ბოლოს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარის ე. წ. EGMU-ს საშუალო არითმეტიკული კოეფიციენტი ექნებათ ყველაზე მაღალი, მიენიჭებათ ტიტული:

- „სასწავლო წლის SUPER მოსწავლე“;

ხოლო მათ ოჯახებს კი - 

- „სასწავლო წლის განსაკუთრებულად საქვეყნო მნიშვნელობის ოჯახი“.

სახელმწიფოსგან აღნიშნულ 1000 ოჯახს ერთი წლის განმავლობაში (12 თვე) ყოველთვიურად 1000 ლარის ფინანსური მხარდაჭერა დაენიშნება და მას ერქმევა: „სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის საოჯახო ხელფასი/სტიპენდია“.

პროექტის შესახებ საინტერესო კითხვები დასვეს 161-ე საჯარო სკოლაში შეკრებილმა მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა. მათ ავტორისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორი თორნიკე გვენეტაძე, რომელიც საგანმანათლებლო პროექტების დიდი გულშემატკივარი გახლავთ. 

„საქართველოს 100 000 ოჯახის ყოველწლიური ბედნიერების პროექტის“ საერთო-სახალხო პრეზენტაცია 2024 წლის 26 მაისს, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორის“ დიდ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება