| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ. ისინი სასწავლო პროცესში ასევე ძალიან ეფექტურად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რითიც გაკვეთილები მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება.
ამჯერად, ასეთი საინტერესო ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი აღმოჩნდა, რომლის თემა - „ცოდნის ტრანსფერი სოციალური ქსელების გამოყენებით“ გახლდათ.
სკოლის VIIგ კლასის მოსწავლეებმა პოემა „თორნიკე ერისთავის“ მიხედვით შექმნეს პოსტერები სხვადასხვა სოციალური ქსელისა და youtube-ის გამოყენებით.
აღსანიშნავია, რომ პერსონაჟებისთვის ხელოვნური ინტელექტის აპლიკაცია შესანიშნავად გამოიყენეს ბავშვებმა.
აქტივობები მათთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ვიდეო ბმულზე
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“